რაულ ხაჯინბამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დააანონსა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის
ლიდერმა, რაულ ხაჯინბამ თავისი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დააანონსა, თუმცა
მას არ დაუკონკრეტებია ქვეყანა, რომელიც საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის სუვერენულ
ქვეყნად აღიარებას აპირებს. ხაჯინბამ განაცხადა,
რომ მისი მთავრობა მსოფლიოს ერთ-ერთ რეგიონში
აქტიურად მუშაობს და შედეგსაც ელოდება. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობას
გააგრძელებს. ხაჯინბამ კიდევ ერთხელ გაახმოვანა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის
ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აუცილებლად გაფორმდება: "ჩვენ
ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ. მასში არ არის საუბარი ჩვენი სუვერენიტეტის მინიმალიზაციაზე
და არც ჩვენი დამოუკიდებლობისათვის წარმოადგენს საფრთხეს. ყველაფერი დამოკიდებულია
ჩვენზე",-განაცხადა რაულ ხაჯინბამ.
ავტორი: ნიუპრესი





15:16
16:03
11:37
15:02
14:33
















