ქუთაისის განახლებულ სპორტის სასახლეში იატაკს საღებავი აძვრა
იმერეთის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიგა შუშანია, რომელიც წინა ხელისუფლების წარმომადგენელია, ქუთაისის განახლებულ სპორტის სასახლეში მიღებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას "ფეისბუკის" საკუთარი გვერდიდან გვიზიარებს: "დღეს ვესწრებოდი ქუთაისი-დინამოს საკალათბურთო მატჩს, მატჩის დაწყების წინ გამოაცხადეს, დღეს იხსნება "განახლებული" სპორტის სასახლეო. იატაკის შეცვლა (სხვა არაფერი შეცვლილა "განახლებულ" სასახლეში) ძალიან მნიშვნელოვანი არის კალათბურთელებისთვის. სეზონის პირველივე თამაშის პირველივე მეათედში იატაკს საღებავი ასძვრა და კალათბურთელებს ფეხიდან უწევდათ საღებავების აძრობა. ამ პოსტს არ დავწერდი (ნიშნისმოგებით ნამდვილად არ ვწერ), რომ არ მენახა 2 თუ 3 დღის წინ გასული სიუჟეტი, სადაც ქალაქის მერმა გვამცნო, რომ ევროპული სტანდარტების პარკეტი გაკეთდა და იქვე დასძინა, რომ ისე კი არა როგორ უხარისხოსაც ადრე აკეთებდნენო. მე ყოველთვის მიხარია, როდესაც ჩემს ქალაქში რამე კეთდება, მაგრამ ერთი რჩევა მექნება ქალაქის მერთან. თქვენი "ხარისხიანად" გაკეთებული უკვე ვნახე და სანამ სხვის აშენებულ სპორტის სასახლეს, გაკეთებულ ცენტრალურ მოედანს, აღდგენილ ბაგრატს, ოპერას, კოპიტნარის აეროპორტს, რეაბილიტირებულ ცენტრალურ უბანს და სხვას გააკრიტიკებ, მანამ მათი საპირწონე რაიმე გააკეთე (გასაკეთებელი ჯერ კიდევ ამ ქალაქში ბევრი დარჩა) და თვითონ ხალხი შეაფასებს ვისი გაკეთებული სჯობდა."-წერს გიგა შუშანია სოციალურ ქსელში.
ავტორი: ნიუპრესი





15:16
16:03
11:37
15:02
14:33
















