ქუთაისში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა
ქუთაისში გენდერული მედიაცენრი რადიო "ძველი ქალაქის" სივრცეში გაიხსნა. "გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება, რომლებიც გენდერულ თანასწორობაზე იქნება მიმართული," - განაცხადა მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა.
როგორც ფონდი "სოხუმის" წარმომადგენელმა, ლალი შენგელიამ აღნიშნა, საქართველოში ქალთა დასაცავად და გენდერული პრობლემების მოსაგვარებლად, რაც შეიძლება მეტი სამართლებრივი მექანიზმი უნდა შეიქმნას. "გენდერის მედიაცენტრი ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, ექსპერტების კოორდინირებულ მუშაობას, " - აღნიშნა ლალი შენგელიამ.
ჟურნალისტის, ლია ხარაბაძის თქმით, გენდერის მედიაცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. "ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების გარეშე საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება ამ პრობლემის ადეკვატურად და რეალურად დანახვა."
მედიაცენტრი გაიხსნა "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" პროექტის "ერთად გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში.
გენდერის მედიაცენტრები საქართველოს 7 ქალაქში- თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიხსნება.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი





15:16
16:03
11:37
15:02
14:33
















