16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
ბოლო 10 წლის განმავლობაში, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ფონდი "სოხუმი" ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ყოველწლიურ საერთაშორისო
კამპანიაში ერთვება.
ფონდი "სოხუმის" ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოს
ქალაქებსა და რეგიონებში აქციები გაიმართება, ჩატარდება მრგვალი მაგიდები, დებატები, ფილმის ჩვენებები და დისკუსიები ქალთა მიმართ
ძალადობის შესახებ.
ძალადობის საწინააღმდეგო დღეები სტარტს ქუთაისში 25 ნოემბერს, მესხიშვილის თეატრის ფართომასშტაბიანი აქციით აიღებს. აქცია 13 საათზე დაიწყება.
როგორც ფონდი "სოხუმის" საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა, ლალი შენგელიამ აღნიშნა, "ფონდი "სოხუმი" 2002 წლიდან მონაწილეობს ამ კამპანიაში. მანამდე აქციები 8 ქალაქში იმართებოდა, ხვალ კი 20 ქალაქში გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა."
ავტორი: ასმათ ყურაშვილი





15:16
16:03
11:37
15:02
14:33
















