|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოტოკონკურსის ,,ილო 2014" დაჯილდოება გაიმართა

 ქუთაისში, თიბისი გალერეაში ფოტოკონკურსის ,,ილო 2014"  დაჯილდოება გაიმართა.  გამოფენაზე სხვადასხვა თემატიკაზე  შესრულებული 26 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.  კონკურსის გამარჯვებული ელისო ლაღაძე გახდა. როგორც გამარჯვებულმა Newpress.ge“-სთან საუბარში აღნიშნა, მას სურს ქალაქის შემოქმედებით ცხოვრებაში ვისი წვლილი შეიტანოს: ,,ყოველთვის მინდოდა, რაიმე მცირედი წვლილი შემეტანა ქუაისის ემოქმედებით განვიარებაში. ფოტო, რომელმაც გაიმარჯვა, აჭარის ერთ-ერთ სოფელში გადავიღე." - განაცხადა ლაღაძემ.

წლევანდელი ფოტოკონკურსის სიახლე დაკავშირებულია იმ ფაქტთან,  რომ 2014 წელი ქართველ და ებრაელ ხალხთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის წლადაა გამოცხადებული, ამის აღსანიშნავად „ილოს“ წელს დაემატა რუბრიკა „ებრაული ფერები ქართულ პალიტრაზე“. საქართველოში ისრაელის საელჩოს ინიციატივით ფოტოკონკურსზე  ისრაელის სახელმწიფოს 66 წლისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა წარმოადგინეს.

 ,,აღნიშნული კონკურსი უკვე რვა წელია, რაც იმართება და ერთგვარ ტრადიციად იქცა ქუთაისში. წელს  წარმოდგენილ კონკურსანტებს შორის  ძველ ავტორებთან ერთად  ახალი სახეებიც შეიმჩნეოდა" - განაცხადა კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამთა თურმანიძემ.

ფოტოკონკურსი „ილო“ ქუთაისში 2007  წლიდან იმართება, რომელსაც ორგანიზებას ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური უწევს.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა