ზაზა მეფარიშვილი: 2014 იმერეთისათვის წარმატებული წელი იყო
ქუთაისში სასტუმროში "ბაგრატი 1003" გამართულ შეხვედრაზე იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა სხვადასხვა სანინისტროების წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოებას ერთწლიანი საქმიანობის შედეგები გააცნო. ზაზა მეფარიშვილის თქმით, 2014 წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონში 2066 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელზედაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 35 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. რეგიონში 9 საბავშვო ბაღი და 12 ამბულატორია აშენდა. შეჯეთდა გზები.
"საზოგადოებას ჩავაბარეთ ანგარიში მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად. მინდა ავღნიშნო, რომ იმერეთისატვის წარმატებული წელი იყო. ვიმედოვნებ მომავალი წელი უკეტესი იქნება" -განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, ასევე ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
ანგარიშის წარდგენა შშმ პირთა გამოფენით დაიწყო, რომელიც სასტუმროს ფოიეში გაიმართა.
ავტორი: ანა ჯიქია





19:59
15:16
16:03
11:37
15:02
















