|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობის 2 წლიანი შრომის განხილვა შშმ პირთა გამოფენით გაიხსნა

  მთავრობის 2 წლიანი მუშაობის განხილვა შშმ პირთა გამოფენით დაიწყო.  გამოფენაზე 3 სხვადასხვა ცენტრის ბენეფიციალებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.

" სამხარეო ადმინისტრაციაში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. არ გვინდოდა დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ შეხვედრად დარჩენილიყო, ამიტომ მოვაწყვეთ გამოფენა და ამით ხვალინდელ დღესაც გამოვეხმაურეთ.  ჩვენ გვინდა მათ ხელი შევუწყოთ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში." - განაცხადა  იმერეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, სოსო ხახალეიშვილმა.

შშმ პირები დღევანდელ გამოფენას დადებითად აფასებენ: "კარგია, რომ გამოფენა გაიმართა,  საზოგადოება გაეცნო ჩვენს ნამუშევრებს, ამასთან ჩვენც მოგვეცა საზოგადოებასთან სრულყოფილი ურთიერთობის საშუალება", - განაცხადა  ნინო ბარამიძემ. 

ხვალ შშმ პირთა საერთაშორის დღე აღინიშნება.  ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა