სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქუთაისში ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დღეს, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის მიერ 2 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის, ასევე სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, 2 წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მასშტაბული ღონიძიებები გატარდა.
,,მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა რეალურ პრიორიტეტად გამოაცხადა, ორი წლის მანძილზე კომპლექსურად გატარდა ქმედითი, მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებები. ყველა იმ პროექტით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, შესაძლებელი გახდა გლეხებისა და ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო ფინანსური რესურსი.
2013-2014 წლებში მთავრობის ძალისხმევისა და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით”, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რთველის შედეგად, 2013 წელს - გადამუშავდა 92 ათასი ტონა ყურძენი, მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
"ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებით, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს,საქართველო ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. 2013-2014 წლებში განხორციელდა სამეწარმეო ციტრუსის სუბსიდიის პროექტი.საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) 51-ე წევრად აირჩიეს".-განაცხადეს შეხვედრაზე.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





19:59
15:16
16:03
11:37
15:02
















