წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი მოსახლეობას წყლის მოსალოდნელი შეწყვეტის
შესახებ აფრთხილებს. საფიჩხიის მართვის ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 5 დეკემბრიდან 12 დეკემბრამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.
"წყლის მიწოდება შეუწყდება ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის (კერძოდ, ტყიბულისა და კლდიაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან ტყიბულის ქუჩის მე-3 შესახვევამდე) მაცხოვრებლებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი შეფერხებისთვის. ყველა ოჯახს კომპანია ინდივიდუალურად მიაწოდებს ინფორმაციას მოსალოდნელი გათიშვის შესახებ“, -გვითხრა კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ქეთი კიკვიძემ. მისივე თქმით, მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში წყლით ცისტერნებით მოამარაგებენ.
ავტორი: ნიუპრესი





10:52
10:31
10:29
15:35
12:39
















