გუბაზ სანიკიძე:"პარლამენტი არსად არ გადადის"
"პარლამენტი არსად არ გადადის, ზედმეტი ეჭვები საჭირო არაა", - განუცხადა გუბაზ სანიკიძემ „Newpress.ge”-ს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანო ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. "საკომიტეტო მუშაობა გვაქვს თბილისში, სასესიო- ქუთასში. ეს საკითხი გადასინჯვას აღარ ექვემდებარება.“ - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი ჯერ კიდევ განსჯის საგანია. საპარლამენტო უმცირესობის წევრები მის ადგილს ქუთაისში ხედავენ, თუმცა განსხვავებულია უმრავლესობის ხედვა.
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





10:52
10:31
10:29
15:35
12:39
















