|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა ლატარია ახალ წელს მრავალშვილიან ოჯახში შეხვდა

ქუთაისის საკრებულის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია მეუღლესთან და შვილებთან ერთად ახალ წელს ძაგნიძეების მრავალშვილიან ოჯახში შეხვდა. 

ქუთაისის საკრებულოს ინფორმაციით, ნიკა ლატარიამ საფუძველი ახალ ტრადიციას ჩაუყარა.

"ეს არის ოჯახი, სადაც ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს, მართალია ისინი არ არიან სოციალურად დაუცველები, მაგრამ ჩვენ გვინდა ამ ადამიანებმაც იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ოჯახთან ერთად მოვსულიყავი და ახალ წელს ერთად შევხვედროდით. გმირობის ტოლფასია, როცა ქვეყანას ხუთ ულამაზეს შვილს უზრდი. ჩვენ ასეთი ოჯახების გვერდით ნებისმიერ დროს ვიქნებით", -აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა