"ნორმალურ მთავრობას ასეთი გუბერნატორი დიდი ხნის მოხსნილი ეყოლებოდა"
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიგა შუშანია იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს უპირისპირდება.
"ნორმალურ მთავრობას ასეთი გუბერნატორი დიდი ხნის მოხსნილი ეყოლებოდა. თუმცა, პრემიების, დანამატების და უსაქმურობის მეტს მთავრობაც არაფერს აკეთებს. წინა გუბერნატორი ჩანდა მაინც და ახალი გუბერნატორი მხოლოდ სუფრებზე და კონცერტებზე ჩანს, რა თქმა უნდა კარგად მღერის, ძალიან მომწონს მისი ნამღერი, მაგრამ გუბერნატორის ფუნქცია ეგ არ არის", - აცხადებს შუშანია.
მისი თქმით, ქალაქში ან რეგიონში არსებულ პრობლემების გადაჭრაში გუბერნატორი მონაწილეობას არასოდეს იღებს, საზოგადოების ყურადღების ქვეშ კი მხოლოდ პრემიის აღებით ექცევა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















