|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის ის პროექტები, რომელთან დაკაშირებითაც ბრიფინგებს მართავენ"

ოპოზიციის მოთხოვნას ქუთაისის მერის გადადგომის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება. ირაკლი შენგელიას განცხადებით,  ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის ის პროექტები, რომელთან დაკაშირებითაც ბრიფინგებს მართავენ. 

 "ოპოზიციის წევრებს, ჩემს კოლეგებს მინდა შევახსენო, რომ მერის უფლებამოსილებას, მათ შორის საქმიანობის შეჩერება, რეგულირდება თვითმმართველობის კოდექსით. იმპიჩმენტის გამოცხადება ბრიფინგით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, არ ხდება. ერთია აკრიტიკებდე განხორციელებულ საქმიანობას, პროექტებს და მეორე აკეთებდე ხმაურიან განცხადებებს, რომელსაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა შეუძლია. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი - გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ცუდია, ვერ ვხვდებით, მერის ამგვარი შეურაცხყოფით ღირსებას ვულახავთ ჩვენს ქალაქს. ქუთაისის წინაშე მდგომ გამოწვევებს სჭირდება პოზიცია - ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა. ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის ის პროექტები, რომელთან დაკაშირებითაც ბრიფინგებს მართავენ. ჩვენი ქალაქის მერს ვუსურვებ ნაყოფიერ წლებს, მის მიერ საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე აღებული ანგარიშვალდებულების ვადების ფარგლებში შესრულებას", - განმარტა ირაკლი შენგელიამ.

"ნიუპრესის' კითხვის პასუხად, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას განხორციელებული პროექტების ირგვლივ, პასუხობს:

"თქვენ თვლით, რომ ეს ქალაქი მხოლოდ ხელისუფლებისაა და ოპოზიციამ ან სხვამ არ უნდა შეიტანოს წვლილი განვითარების პროცესში? ამ დროის განმავლობაში არავის დაუსვამს შეკითხვა,  რატომ არ ვითვალისწინებთ მათ აზრებს. იმიტომ, რომ არარაციონალურია. იყო სადმე საგნობრივი მსჯელობა ან რაიმე თქვეს, რაც ქალაქს გამოადგებოდა?! არა. მათ მომგებიანი ჰგონიათ ჭიღვარიას ლანძღვა. ყველა თემაზე ერთი და იგივე პასუხი აქვთ - ჭიღვარიას გაკრიტიკება და გალანძღვა. დემოკრატიის ანიბანის სწავლებას არ დავიწყებ. ის, რასაც აჟღერებენ მედიასთან,  ჯერ ფრაქციის ფორმატში შეიძლება განიხილონ, მოითხოვონ ცალკეულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნა, შეკითხვით მიმართოს საკრებულოს შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს. ჩემს კოლეგა ოპოზიციის წევრებს აქვთ მეტი კონტროლის ქმედითი ბერკეტი გარდა განცხადებისა. მხოლოდ ხმაურიან განცხადებების გაკეთება, საკრებულოს სხდომების დატოვება, დემაგოგობა და მუდმივად ყველა საკითხის მიმართ კრიტიკა, არის მიმზანმიმართული ქმედება მათი მხრიდან, ისევე, როგორც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა".

ოპოზიციამ დღეს ბრიფინგი გამართა.  მათი თქმით, რადგან ოპოზიციას იმპიჩმენტის გამოცხადების შესაძლებლობა არ აქვს, ისინი მერის გადადგომას მოითხოვენ. 

ოპოზიციას მერმა ბრიფინგით უპასუხა და განაცხადა, რომ ის არჩეული მერია და მის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. 

 

 "პროექტებს, როდესაც ვაკრიტიკებდით, აღმოჩნდებოდა, რომ მართლები ვიყავით"

ქუთაისის მერის გადადგომას ოპოზიციური პარტიები ითხოვენ

ჩვენ სწორი გზით მივდივართ და არ აწყობთ, რადგან მათ არ სტკივათ ჩვენი ქალაქი-გიორგი ჭიღვარია

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა