|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის მერს ადმინისტრაციულ შენობაში აგიტაციის უფლება არ ქონდა“

ქუთაისის მერის მიერ საკრებულოს სხდომასა და „ქართული ოცნების“ ოფისში გაკეთებულ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თვლის, რომ მერს კანონი არ დაურღვევია, ნაწილი კი მას ერთ-ერთ ნაწილში ედავება. „საერთაშორიოს გამჭვირვალობა-საქართველოს“ განმარტებით, მერს ადმინისტრაციულ შენობაში აგიტაციის უფლება არ ქონდა.

„ჩვენი პოზიციით, პრობლემურია ადმინისტრაციულ შენობაში აგიტაცია, თუნდაც ისეთი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მხრიდან, როგორიც ქალაქის მერია. აგიტაციის აუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იზღუდება როგორც საჯარო სამსახურის ნეიტრალურობის პრინციპით, ასევე იმ დათქმით, რომ საჯარო სამსახურში, უფლებამოსილების განხორციელებისას და ადმინისტრაციულ შენობაში არ განხორციელდეს წინასაარჩევნო აგიტაცია, ან აგიტაციის შემცველი განცხადებების გაკეთება“,-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

აღნიშნულ ნაწილში კანონდარღვევას ხედავს „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალური კოორდინატორი თეონა გოგიშვილი. მისი თქმით,  ადმინისტრაციული შენობის გამოყენება სააგიტაციოდ, სადაც იკრძალება წინასაარჩევნოს შეხვედრები, არის კანონდარღვევა.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის მერმა საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატებს, მეორე დღეს კი მსგავსი განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გაააკეთა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა