|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგება თუ უნდოდა, გათვლას სხვა კანდიდატებზე გააკეთებდა"

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებს საკრებულოს  „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ნატო ქათამაძე აფასებს. მისი თქმით,  „ქართულ ოცნებას“ თუ უნდოდა არჩევნების მოგება,  გათვლას  სხვა კანდიდატებზე გააკეთებდა.

„ეს არის "ქართული ოცნების" პარტიული გემოვნების საკითხი. არც ერთ პიროვნებას არ შევეხები, უბრალოდ, მიმაჩნია რომ, „ქართულ ოცნებას“, თუ  უნდოდა  არჩევნების მოგება, გათვლას  სხვა კანდიდატებზე გააკეთებდა. რაც შეეხება უშუალოდ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატების კანდიდატებს, მიმაჩნია, რომ  მხოლოდ კობა ნარჩემაშვილია  პოლიტიკური სახე  და მას შეუძლია გაცილებით უფრო მეტად მივიდეს ამომრჩეველთან და  აჩვენოს ის პროგრამა, რომელსაც "ოცნება" წარადგენს. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათ  ამ ნაწილში ესეც გაუჭირდებათ“,–აღნიშნა ნატო ქათამაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის მაჟორიტარობისთვის 11 კანდიდატი წარადგინა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა