|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში სასულიერო პირების ჩართულობით "ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენა გრძელდება

"ქართული ოცნება" იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. ამჯერად, მმართველი გუნდის ლიდერებმა კანდიდატი ტყიბულსა და თერჯოლაში წარადგინეს.
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში "ქართულ ოცნებას" ბეჟან წაქაძე წარმოადგენს.
თერჯოლაში ასევე მოხდა თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენა.
პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, რეგიონში მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა და მათი პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზეა გათვლილი.

კანდიდატების წარდგენას ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო. მეუფემ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატს საჩუქრად ხატები და საქართველოს რუკა გადასცა.

სასულიერო პირების თქმით, ისინი ხელისუფლების ღონისძიებაზე მივიდნენ, რომ მოისმინონ და გაეცნონ მართველი გუნდის დაპირებებს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი