|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ პიჯაკის გამო დაგვაკავეს და კორცხელში მომხდარი ძალადობისათვის არავის იჭერენ"

"თავისუფალი ზონის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები კორცხელის ინციდენტის სათანადოდ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.  ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მათ დეპუტატის პიჯაკის შემოხევის ბრალდებით სამი თვე ციხეში გაატარებინეს და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ცემის გამო არავინ დაუკავებიათ. 

"ძალადობა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე და გამოძიება არც დაწყებულა. ჩვენ პარალელს გავავლებთ ჩვენს დაკავებასთან. ჩვენ აქციის მეორე დღეს დაგვაკავეს და აფსურდული ბრალდებით სამი თვე გვამყოფეს ციხეში.  ამ ძალადობის გამო კი არავინ დაუკავებით, მიუხედავად იმისა, რომ  ყველას ვინაობა ცნობილია. ჩვენ არავის დაკავებას არ ვითხოვთ, მაგრამ არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და ჩვენი მოთხოვნაა მოხდეს ადექვატური გამოძიება. ამ ძალადობის გამო გამოძიება ცემის მუხლით არის აღძრული, რაც არასწორია. "ქართულმა ოცნება" გაუსწო შევარდნაძის რეჟიმს", –განაცხადა ნიკოლოზ ნარსიამ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" წააგებს ოქტომბრის არჩევნებს, რადგან მათი გამარჯვება ნიშნავს "ქვეყნის დამხობას და მეტ შიმშილს".

"ქართული ოცნების" გამარჯვება ნიშნავს ქვეყნის დამხობას და მეტ შიმშილს, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენები მოგვიქსიეს, ორი სოფელი მოვიგეთ და ოქტომბერში დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს", –განაცხადა ნარსიამ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში უმრავლესობის დეპუტატის დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფის ბრალდებით "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს და მხოლოდ სამი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი