|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი და ფრანგი მხატვრების "ურბანული არტი" ქუთაისში(PHOTO)

 საერთაშორისო ფესტივალის "არტ ფორუმი ქარავანი"  ფარგლებში ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში ორი კედლის მოხატვა მოხდა. ერთი კედელი ზურა არაბიძემ,  მეორე კი ფრანგმა მხატვარმა ვინი გრიფიტმა მოხატა.

ვინი გრიფიტის განცხადებით, ის პირველად არის ქუთაისში.  მისი თქმით, ნახატი, რომელიც ქუთაისში შეასრულა,  რამდენიმე წლის წინ  შეიქმნა და მასთან ერთად მოგზაურობს ბევრ ქვეყანაში. ვინაიდან ამჯერად საქართველოშია, მისი ნახატი გოგონა ქართველია. მხატვრის განცხადებით, ქუთაისში მუშობისათვის  შესაბამისი პირობები ქონდა.

მოხატული კედლები დღეს საზეიმო ვითარებაში, ტორტისა და შამპანურის თანხლებით გაიხსნა. ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ნამუშევრები. შოთა მურღულიას განცხადებით, რამდენიმე დღეა ქუთაისი მასპინძლობს ფესტივალს, სადაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი. მისივე განცხადებით, მისასალმებელია, რომ ქუთაისში მსაგვსი ღონისძიებები ტარდება, რომელსაც ბევრი ადამიანი ეცნობა და რომლის ფარგლებშიც ორი კედელი გალამაზდა.

საერთაშორიოს ფესტივალი დღეს დასრულდება. ფესტივალს მესხიშვილის თეატრში გალა კონცერტი დაასრულებს, რომელშიც  ოპერის ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი მონაწილოებენ.

ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ საერთაშორიოს ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს. 

ფესტივალი 17 მაისს გაიხსნა, რასაც ქვეყნის პრეზიდენტი ესწრებოდა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო გამოფენები და მასტერკლასები. მასში მონაწილობას ქართველი და უცხოელი ხელოვანები იღებდნენ.

 

  

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი