|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ემოცია, რომელიც ქუთაისიდან მოდიოდა, მნიშვნელოვანი ხდებოდა მთელი საქართველოსთვის" (PHOTO)

გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „ქარავან არტ ფორუმი 2016“ გახსნას დაესწრო.

დავით კაკაბაძის გალერეაში ფესტივალის ფარგლებში  15 ქვეყნის 20-მდე არტისტის ნამუშევრები არის გამოფენილი. სტუმრები ძირითადად საფრანგეთიდან არიან.  ფესტივალი ოთხი დღის მანძილზე გასტანს. გაიმართება მასტერკლასები და კონფერენციები.  არსებობს სურვილი, რომ ფესტივალი ტრადიციული გახდეს და ყოველი წლის მაისში, ქუთაისში გაიმართოს.

„ქუთაისი არის ადგილი, საიდანაც საუკუნეების მანძილზე მოდიოდა ის ემოცია, რომელიც შემდეგ მნიშვნელოვანი ხდებოდა მთელი საქართველოსთვის. მივესალმები ამ პროცესს, რომელიც ქუთაისშია“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტმა ქუთაისი ქუჩებში გაისეირნა, მოინახულა "თეთრი ხიდი", სადაც „პოკასოს ბიჭთან“ ფოტო გადაიღო, შემდეგ კი მეფეთა რეზიდენცია "ოქროს ჩარდახი"  დაათვალიერა.

გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნაში მიმდინარე ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, დღის ბოლოს ადგილობრივ ტელევიზიაში ისაუბრებს. "ტრადიციულად, რეგიონში,  სადაც ჩავდივარ, ადგილობრივ ტელევიზიაში მივდივარ და იქ ვსაუბრობ ყველა საკითხზე",-  განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი იმერეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დღეს ის უკვე შეხვდა კადეტთა ლიცეუმის კურსანტებს.

 

        

    

 

ავტორი: ირინა მაკარიძე