ქრისტეშობა წყალტუბოში სადღესასწაულო მსვლელობით აღინიშნა
მირქმისა და ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძრების წინამძღვარმა მამა ლუკიანემ მრევლთან ერთად წყალტუბოს ქუჩები მოილოცა და ქალაქი აკურთხა. შემოწირულობებით შეგროვებული ნობათი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თემებში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს, მარტოხელებსა და მრავალშვილიანებს 40-ზე მეტ ოჯახს გადაეცა.
ქრისტეშობის მახარობლებს ალილოზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ. საქველმოქმედო საშობაო მსვლელობა წელს ყველაზე მასშტაბური გამოვიდა.
ალილო, უძველესი საშობაო ტრადიციაა, იგი საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოს ყველა კუთხეში საშობაო მსვლელობებით აღინიშნებოდა. ამ დღეს განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა მართლმადიდებელ მრევლში. წირვის დასრულების შემდეგ, მგალობლები ჩამოივლიდნენ უბან-უბან, ჩერდებოდნენ თითეული ჭიშკრის წინ და ყველას სიმღერით ულოცავდნენ ქრისტეშობას.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















