|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისი ტექსტილე“- ახალი საწარმო გახსნისათვის ემზადება

„ქუთაისი ტექსტილე“, ასე ქვია შპს-ს, რომელიც ქუთაისში ტექსტილის საწარმოს გახსნისათვის ემზადება. ცოტა ხნის წინ ჩვენ საიტზე გავრცელებულმა ინფორმაციამ  მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია, რისი გათვალისწინებითაც „ნიუპრესმა“  საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოიპოვა.

საწარმოს ადმინისტრატორის,  ზაზა იშხნელიძის განცხადებით, საწარმო ავტომშენებლის ქუჩაზე,  # 41-ში  გაიხსნება. 1 300 კვ.მ. ფართზე  სარემონტო სამუშაოები დასასრულს  უახლოვდება. რამდენიმე დღეში საწარმო საკერავ მანქანებს მიიღებს და მისი მონტაჟი დაიწყება. როგორც ზაზა იშხნელიძე „ნიუპრესთან“ საუბარში აღნიშნავს, საწარმოში 200 ადამიანის დასაქმება იგეგმება, თუმცა კადრების მიღება ეტაპობრივად მოხდება.

„ჩვენ ამ საწარმოს ერთი და ორი დღისთვის არ ვხსნით, ამიტომ კადრების შერჩევისას უპირატესობა მათ მიენიჭებათ, რომლებიც  ჩვენთან დიდი ხნით შეძლებენ მუშაობას, ჩვენ მათ გადავამზადებთ, რომ პროფესიული კადრები გვყავდეს,“ - განაცხადა ზაზა იშხნელიძემ.

კომპანია  ქალის  სამოსს  დაამზადებს. რაც შეეხება ბაზარს, „ქუთაისი ტექსტილე“ - თურქული კომპანიის შვილობილი კომპანიაა, რომელსაც პროდუქცია  აზიის ქვეყნებში გააქვს, აპირებს ასევე საქართველოს ბაზარზე ადგილის დამკვიდრებასაც.

შეგახსენებთ, თურქული ინვესტიციით, ქუთაისში ორი საწარმოს გახსნაა დაგეგმილი, რომელთაგანაც ერთ-ერთის გახსნა ახლო მომავალში იგეგმება.  

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა