|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისიდან 50 ბავშვი საფრანგეთში გაემგზავრა - გამოფენა ხვალ პარიზში გაიმართება

პარიზში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის გამოფენა გაიმართება, მასში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში ქუთაისიდან 50 ბავშვი უკვე გაემგზავრა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ავრცელებს. 
 
"საქართველოს საელჩო საფრანგეთში აქვეყნებს ამბავს გამოფენის შესახებ, რომელშიც ქართველი ბავშვები და ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას.
დიახ,  ეს ჩვენ ვართ, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი.
ჩვენი მხატვრები ხვალ,  პარიზში გამოფენას ხსნიან.
სწორედ ამიტომ ამ წუთებში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის 50 მოსწავლე და მასწავლებელი პარიზში მივემგზავრებით", - წერს ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.
„მეხსიერების გავლით“ - ასე ქვია გამოფენას, რომელიც  კვირას, 26 მარტს 16:00 საათზე გაიმართება. მასზე  წარმოდგენილი იქნება ქუთაისელი მოსწავლეების  როგორც ფერწერული, ისე ქართული კალიგრაფიით შესრულებული ნამუშევრები.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა