|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი 762 000 ლარით შემცირდა

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი 762 000 ლარით შემცირდა. საკრებულოს სხდომაზე მერიამ ბიუჯეტში ცვლილების პროექტი შეიტანა, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, შემოსავლით ნაწილში კლება ბიუჯეტის შესრულებაზე აისახება.

„აღმასრულებელმა შემოიტანა ბიუჯეტის კლება 762 000 ლარით. რეალურად, შემოსავლით ნაწილშია კლება, კონკრეტულად კი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი შემცირდა.  განმარტებაც გაკეთდა, რომ რამდენიმე ორგანიზაცია გადავიდა ქალაქიდან, ამიტომ თანხა არ შემოვიდა. ასევე სხვა მუხლებშიც არ სრულდება. ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ  ბიუჯეტი არარეალური იყო და  ეს შემცირება კატარსტროფაა ქალაქისთვის. ცენტრალურმა ხელისუფლებამ 1 მილიონიანი გრანტი გამოიყო, რადგან შემოსავლითი ნაწილი ვერ სრულდება და აქვე მითითებულია მიზნები, ეს არის საახალწლო განათებებისთვის. რეალურად, საახალწლო განათებების მონტაჟი დასრულდა და ახლა ვასრულებთ მის  ასახვას ბიუჯეტში, როდესაც თანხა უკვე გადასახდელია“, -განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

მისი თქმით, ბიუჯეტის შესრულების მხრივ სხვა პროექტებშიც იქნება პრობლემები და დარჩენილი დღეების მიუხედავად, ბიუჯეტი ვერ შესრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა