|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"90 წუთის განმავლობაში 2 დღის ნალექის ოდენობა მოვიდა"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" მიერ  გამოთქმულ შენიშვნას ააიპ "სპეციალური სერვისები" პასუხობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისში ქუჩების დატბორვა არა ღვარსადენის ქსელის გაუმართაობამ, ან მისმა არასაკმარისმა მოცულობამ, არამედ მოსული ნალექის ოდენობამ და მასთან ერთად ჩამოშლილმა მასამ გამოიწვია.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის შედეგად, 3 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ქუთაისში 8-10 მლ ნალექი დაფიქსირდა. იმის გათვალიწინებით, რომ ქუთაისში მოსული ნალექის წლიური ნორმა 1700 მლ წარმოადგენს, 90 წუთის განმავლობაში მოვიდა 2 დღის ნალექის ოდენობა. ამ დროის განმავლობაში, გზებზე ჩამოტანილი ქვა-ღორღის საკმაო მოცულობითმა მასებმა შეაფერხა ღვარსადენის მაგისტრალებში წყლის სწრაფი გამტარიანობა. ქუჩების დატბორვა არა ღვარსადენის ქსელის გაუმართაობამ, ან მისმა არასაკმარისმა მოცულობამ, არამედ მოსული ნალექის ოდენობამ და მასთან ერთად ჩამოშლილმა მასამ გამოიწვია",- ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალურის სერვისების განცხადებაში  აღნიშნავენ, რომ კომუნალური ქსელის გაუმართაობასა და ახლად რეაბილიტირებული თამარ მეფის ქუჩის უხარისხოდ წარმოებაზე მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდანაა აპელირებული.

"პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან აპელირებაკომუნალური ქსელის გაუმართაობასა და ახლადრეაბილიტირებული თამარ მეფის ქუჩის უხარისხოდ წარმოებაზე მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და მას პრობლემის რეალურ მხარესთან საერთო არაფერი აქვს. ნალექის დაკლებისთანავე 5-7 წუთის ინტერვალში, აღნიშნულ გზის მონაკვეთი სრულიად გათავისუფლდა წყლის მასებისაგან. ამასვე მოწმობს სტიქიის შედეგად ბალახვნის 100 საფეხურიან კიბეზე ღვარცოფის სახით წამოსული წყლის ნაკადი, რომელიც წვიმის დაკლების შედეგად სწაფადვე შეწყდა. დილიდან "სპეციალური სერვისების“ მუშა ჯგუფები პრობლემურ უბნებზე აწარმოებენ სამუშაოებს, რომლებიც დღის ბოლომდე დასრულდება. გუშინ მოსული წვიმის გამო ინტენსიურად იწმინდება ღვარსადენის ყველა მაგისტრალი,"-ნათვამია განცხადებაში.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა