|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ენერგოეფექტურ სკვერს ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელი მიენიჭება

ქუთაისის ენერგოეფექტურ სკვერს, შესაძლოა, პოლონეთის პირველი პრეზიდენტის  ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელი მიენიჭოს. საკითხი საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ  უკვე განიხილა.

როგორც საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა მიმდინარეობს განხილვა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სკვერისათვის სახელის მინიჭების პოლონეთის წარმომადგენლობამ თხოვნით იმერეთის გუბერნიას მიმართა. სკვერისათვის სახელის მინიჭება პოლონეთისა და საქართველოს 25 -წლიან მეგობრობას უკავშირდება. 

ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში 1885 წლის 28 იანვარს მოსამართლის ოჯახში დაიბადა. ის ჯერ ტორუნში ასრულებდა გუბერნატორის მოვალეობას, მოგვიანებით კი პოლონეთის პირველი პრეზიდენტი გახდა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა