|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა ნორჩ კალათბურთელებს წარმატება მიულოცა

2015 წლის ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ გამარჯვებული სკოლის გუნდები საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის (ISF) ეგიდით გასამართ მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან.
ქუთაისის მე–3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი შარშან საქართველოს პირველი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 3x3-ზე კალათბურთში. ამ გამარჯვებით მათ მოიპოვეს საქართველოს სახელით მონაწილეობის უფლება 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ჩატარდება 16–დან 22 ივნისის ჩათვლით ესტონეთში ქ.ტალინში. ჩემპიონატში მონაწილეობს 22 გუნდი.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ნორჩ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა .
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, რომელიც ტარდება ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მეორე წელია ქუთაისის მერიაც აქტიურად უჭერს მხარს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა