|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სასმელი წყლის შესყიდვაზე 6 480 ლარიან ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია 6 480 ლარიან ტენდერს აცხადებს სასმელი წყლის შესყიდვაზე.

თანდართული დოკუმენტაციის თანახმად,  „მიმწოდებელი“ ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სასმელი წყლის შესყიდვა და მიწოდება ეტაპობრივად.


,,მიმწოდებელი“ ვალდებულია ასევე  ნატურალური მინერალური სასმელი წყლის პარტია ,,შემსყიდველს“ მიაწოდოს დაფასოებული სახით 18-20 ლიტრიან (მოთავსება შესაძლებელი უნდა იყოს დისპენსერში) და 0,5 ლიტრიან პლასტმასის (პოლიკარბონატის) ჭურჭელში დაფასოებული,  18-20 ლიტრიან პლასტმასის (პოლიკარბონატის) ჭურჭელი, ხელშკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველს უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობასა და მფლობელობაში ყოველი მომდევნო ახალი პარტიის მიწოდებამდე.
 საჭიროების შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ „შემსყიდველს“ დროებით სარგებობაში ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე უსასყიდლოდ უნდა გადასცეს არანაკლებ 6 (ექვსი) ცალი სასმელი წყლის დისპანსერი.


სატენდერო წინადადებების მიღება 6 იანვარს იწყება და 2 დღე გაგრძელდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა