|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში 2015-2016 წლებში 299 გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა

ამ დროის მონაცემებით, ქუთაისის მერიამ 2015-2016 წლებში დაახლოებით 299 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და ამ ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2 208 646 ლარი შეადგინა. 

ტენდერები ძირითადად ინფრასტრუქტურულია. გზები, სანიაღვერეები, ხიდები, ფასადები და სხვა ობიექტები ტენდერების მეშვეობით რეაბილიტირდება. ასევე არის სპორტული, კულტურული და სხვა პროექტების სახელმწიფო შესყიდვა.

დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ქუთაისში ხორციელდება, რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ არის ტენდერზე გატანილი. მათ შორის არის ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც დაახლოებით, 7 მილიონი ლარი იხარჯება.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს აქტიურად აკვირდება არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო". აღნიშნული მონაცემებიც მათ მიერ არის წარმოდგენილი.  

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა