|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსის პოსტზე კონკურსი გამოცხადდება

ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსის პოსტზე კონკურსი გამოცხადდება. მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია და მეტი გამჭვირვალობისთვის, მსგავსად სხვა სამსახურებისა, კონკურსი გამოცხადდება.

ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახური რამდენიმე წლის წინ გაუქმდა და ის ზედამხედველობის სამსახურს შეუერთდა.  როგორც წინა მერი აცხადებდა, მთავარი არქიტექტურის პოსტზე პროფესიონალი კადრები მერიაში არსებულ ხელფასს არ თანხმდებოდნენ, ამიტომ წლების განმავლობაში ქალაქს მთავარი არქიტექტორი არ ყავდა. 

მიმდინარე წელს გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის გაიყო და ცალკე სამსახურები შეიქმნა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა