ქუთაისის მერიაში თანამშრომლების რაოდენობა 50-ით მცირდება
რეორგანიზაციის ფარგლებში მერიაში თანამშრომლების რაოდენობა 50-ით შემცირდება, ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, გაუქმდა შტატები, რომლებიც არაეფექტური იყო მუშაობისთვის.
„ჩვენ პიროვნულად არ განგვიხილავს, შტატობრივად მოხდა განხილვა, გაუქმდა შტატები, რომლებიც არაეფექტური იყო და ეფექტს ვერ გვაძლევდა მუშაობისთვის. დაახლოებით 50 შტატი შემცირდება. ამაში შედის ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლებიც. შტატი 12%-ზე იყო ხელშეკრულებით, რეალურად 10%-ში უნდა ჩავეტიოთ, რეორგანიზაციის შედეგად 28 ადამიანი გვეყოლება ხელშეკრულებით, ადრე 32 იყო“, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მერმა ასევე განაცხადა, რომ გაუქმდა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის სამსახური და ფუნქციურად შეუერთდა სპორტისა და კულტურის ააიპებს. დარჩენილი განყოფილებები კი ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა. ასევე გაიყო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური. ჯამში, მერიაში 9 სამსახური რჩება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















