|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიის საიტზე ყველა აქტივობა იდება" - ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიის საიტის  kutaisi.gov.ge  ფუნქციონირებასთან დაკავშირებით "ნიუპრესის" მასალას თვითმმართველობიდან  უპასუხეს. 

მერიის პრესსამსახურის განცხადებით,  "ქუთაისის მერიის საიტზე იდება ყველა აქტივობა, რომელიც აქვს მერს, მის მოადგილეებს და საკრებულოს". 

"ნიუპრესის" კითხვაზე, თუ რა თანხაა გათვალისწინებული საიტის ფუნქციონირებისათვის, მერიაში განმარტეს, რომ საიტი რამდენიმე წელია არსებობს და ის მერიის ბალანსზეა, რომელსაც აიტის სამსახურის წარმომადგენელი მართავს და საიტის მომსახურებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა თანხებს არ იხდის.

ქუთაისის საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ბოლო საკრებულოს სხდომა და ბიუჯეტის დამტკიცების ატვირთვა მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ის "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება. რაც ბიუჯეტის დამტკიცებიდან სამი სამუშაო დღის შემდეგ ხდება. 

საკრებულოს განმარტებით, ნორმატიული აქტის ამოქმედების ვადად, კანონის მიხედვით, ითვლება მისი „საკანონმდებლო მაცნეს“ მიერ გამოქვეყნების დღე. შესაბამისი კოდის მინიჭებისთანავე აქტი გახდება საჯარო.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულომ ქალაქის ბიუჯეტი 18 იანვარს დაამტკიცა. მანამდე კი საჯარო განხილვისათვის ხელმისაწვდომი არ გამხდარა ბიუჯეტის პროექტი, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთანავე, მერიის საიტზე არ ხდება საჯარო ინფორმაციის და სხვა დოკუმენტების სისტემატური განახლება.

 

p.s. ქუთაისის მერის საიტზე ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

 

 პასიური ვებ გვერდი და ინფორმირებულობის პრობლემა ქუთაისის მერიაში

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა