ქუთაისის მერს სამი მრჩეველი ეყოლება
ქუთაისის მერს სამი მრჩეველი ეყოლება, ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე რეორგანიზაციის საკითხის განხილვის დროს განაცხადეს. გიორგი ჭიღვარიამ მრჩეველების რაოდენობა ორით შეამცირა.
მერის განცხადებით, ერთი მრჩეველი არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს. ერთი მრჩეველი იმუშვებს კულტურის საკითხების მიმართულებით და ერთი კი პროექტების მხრივ.
"ევროპული საქართველოს" წევრის მერაბ მეშველიანის განცხადებით, მერს მართლაც არ სჭირდება 5 მრჩეველი, თუმცა საინტერესოა, როგორი მიმართულებით იმუშავებენ ისინი.
არსებული ინფორმაციით, პოსტს, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს ზურაბ ხურციძე, რომელიც წინა მერის მრჩეველიც იყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















