|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მესხიშვილის თეატრს, შესაძლოა, მესამე სცენა დაემატოს

  მესხიშვილის თეატრის დირექტორის, სულხან გოგოლაშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები თეატრის პოპულარიზაციისთვის. აღნიშნულის  ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცირე სცენას, ასევე იგეგმება სცენის გაფართოება. გარდა ამისა,  თეატრს, შესაძლოა, მესამე სცენა დაემატოს.

„თეატრს ნელ-ნელა უჩნდება საკუთარი სახსრები და ვცდილობთ, ეს თანხა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. გარდა იმისა, რომ ვდგამთ პრემიერებს დიდ სცენაზე, ვცდილობთ დავტვირთოთ მცირე სცენაც, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე იგეგმება სცენის გაფართოება. გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები, როგორც შემოქმედებითი,  ასევე ინფრასტრუქტურის მხრივ.  ჯერ დეტალურად ვერ გეტყვით, თუმცა, შესაძლოა, თეატრში მალე ახალი სივრცე გაჩნდეს, რისთვისაც ვმუშაობთ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.

მესხიშვილის თეატრში ამჟამად ორი სცენა ფუნქციონირეს, ახალი თეატრალური სეზონი მცირე სცენაზე გუშინ გაიხსნა.

აღნიშნული სიცრცე  8 წლის წინ შეიქმნა და იქ 9 სპექტაკლი დაიდგა.  თეატრის დირექტორის განცხადებით, მცირე სცენის დატვირთვა აქტიურად გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა