|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულო რეორგანიზაციის საკითხს 27 დეკემბერს განიხილავს

ქუთაისის საკრებულო ხვალ რიგით მესამე სხდომას გამართავს. განსახილველ საკითხთა შორის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხია.

როგორც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, ბიუროს სხდომაზე მან საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა.

"რეორგანიზაციის საკითხის ნაჩქარევად გამოტანა ხდება, საკითხი არ განუხილავს საკრებულოს კომისიებს. მოვითხოვე  განხილვის გადადება, თუმცა ჩემი წინადადება არ გაიზიარეს", -აღნიშნა შუშანიამ "ნიუპრესთან" საუბარში.

როგორც ქუთაისის საკრებულში აცხადებენ, საკრებულო 21 საკითხს განიხილავს. 

განსახილველ საკითხებს შორის ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არ შედის. 

საკრებულოს სხდომა 27 დეკემბერს, 11 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა