ქუთაისის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი ფრაქცია შექმნა
ქუთაისის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა სამმა დეპუტატმა ახალი ფრაქცია შექმნა, რომელსაც "ქართული ოცნება - მწვანეები" ეწოდა.
ფრაქციის შემადგენლობაში არიან იმედა საღინაძე, მაია სიმონიძე და ამირან კოპალეიშვილი.
ფრაქციას იმედა საღინაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც შესაბამისი თანამდებობრივი სარგო დაენიშნება.
ოპოზიცია ახალი ფრაქციების გაჩენის საკითხს დამატებითი თანამდებობების შექმნის სურვილს უკავშირებს, რაც ბიუჯეტიდან დამატებით თანხების ხარჯვას უკავშირდება.
უმრავლესობის შემადგენლობაშია ასევე ფრაქცია "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება -კონსერვატორები" და "ქართული ოცნება- მრეწველები", რომლებიც წინა სხდომებზე შეიქმნა.
ქუთაისის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია შეიქმნა
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















