|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისს ჩემგან ნაკლები ბრიფინგების რაოდენობას ვუსურვებ"-გოგი წულაია

ქუთაისს დამდეგი ახალი წელი „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ მიულოცა. წულაიამ ქალაქს წარმატებული და სიყვარულით სავსე წელი უსურვა.

„პირველ რიგში,  თქვენ სააგენტოს ვუსურვებ წარმატებულ წელს,  ყოველთვის კარგი ამბები გქონოდეთ, ყველა ჟურნალისტისთვის წარმატებული წელი ყოფილიყოს, ჟურნალისტები დიდ როლს თამაშობენ ქვეყნისთვის და მინდა, რომ ყოველთვის კარგად იყოთ.
ქუთაისს ჩემგან ნაკლები ბრიფინგების რაოდენობას ვუსურვებ. ბევრი ბრიფინგის საჭიროება არ მქონოდეს. წარმატებებს, სიყვარულს ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ჩემ ქალაქს და მთელი ქვეყანას. სიყვარულით გვეცხოვროს და ჩვენი ქალაქიდან კი არ წასულიყვნენ, პირიქით ისეთი ქუთაისი გვქონოდეს, თბილისიდან აქეთ ჩამოდიოდნენ ახალგაზრდები“, -აღნიშნა წულაიამ. 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა