|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ალილოს მსვლელობა დაიწყო

ქუთაისში ალილოს მსვლელობა მერიის წინ დაიწყო. მსვლელობის დაწყებამდე მახარობლები მეუფე კალისტრატემ დალოცა.

"დღეს მართმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტეს შობა - ეს ნიშნავს კაცობრიობის გადარჩენას, ეს ნიშნავს ადამიანის დაბრუნებას სასუფეველში, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი გონს მოეგოს კაცობრიობასთან ერთად. მე მინდა ამ წმინდა ადგილიდან მივულოცო სრულიად საქართველოს,"- განაცხადა მეუფე კალისტრატემ.

მსვლელობას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის მხარის რწმუნებული გივი ჭიჭინაძე შეუერთდნენ.

გუბერნატორმა  მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა.

მსვლელობისას შეგროვებული ნობათი წყალწითელას პანსიონატს გადაეცემა.

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყო.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა