ქუთაისში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, მინისტარის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ასაკოვანმა ქალბატონმა ხელების დამწვრობა მიიღო.
ფაქტს ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სადაც განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად საცხოვრებელ ბინაში მინები ჩაიმსხვრა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
შემთხვევა დაახლოებით ღამის 22 საათზე მოხდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















