|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

8 თებერვალს, ძველი სტილით 24 იანვარს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნნება. 
ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მიაგეს.  ქალაქის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს დიდი მეფის ძეგლი.
„დავითობის" აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, "მრავალჟამიერი " შეასრულა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.
„გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან "დავითობას" ვულოცავ სრულიად საქართველოს!
დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ქუთაისში, რადგან სწორედ ჩვენი ქალაქიდან დაიწყო დავით IV აღმაშენებლის უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები და სახელმწიფოებრივი რეფორმები.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ისეთი ძლიერი, დამოუკიდებელი და ერთიანი სახელმწიფო, როგორიც შექმნა დავით აღმაშენებელმა!"- განაცხადა ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.
 დავით აღმაშენებელი 1073 წელს ქუთაისში დაიბადა, ის 1089 წელს გამეფდა, გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა