|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების გადათვლას ითხოვენ

ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიამ საჩივრების მიღება დაასრულა. საჩივრების მიღების ვადა გუშინ დასრულდა. კომისიის სახელზე 28 საჩივარი შევიდა.

საოლქო კომისიის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტიებმა მოამზადეს, რაც ძირითადად გაბათილებული ბიულეტენების გადათვლას და შემაჯამებელი ოქმების გადახედვას გულისხმობს. კომისიის სახელზე შესული საჩივრები მეორდება, ამიტომ მათი დაჯგუფება მოხდება.

კომისია საჩივრების განხილვას დღეს დაიწყებს და სავარაუდოდ, დღესვე დასრულდება.

ეს არის საჩივრები, რომლებიც 10 და 11 ოქტომბერს დაიწერა, არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა ორი დღის წინ დამთავრდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა