|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაჩერებულ ავტომანქანაში მყოფი მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 72 წლის მამაკაცი ოპელის მარკის გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

გაჩერებული მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, მეორე მანქანაში მსხდომი ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა