|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გოლიათი ბავშვი დაიბადა, ახალშობილი - 5 კილოსა და 250 გრამს იწონის

ქუთაისში გოლიათი ბავშვი დაიბადა. ახალშობილი კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთით გაჩნდა და ის 5 კილოსა და 250 გრამს იწონის.
კლინიკის ინფორმაციით, პატარა ალისა გოლიათი ბომონდელების რიცხვში შედის.
ალისა თამთა თვალაბეიშვილისთვის მეორე შვილია. პირველ შემთხვევაშიც დედამ არჩევანი “კლინიკა ბომონდზე” შეაჩერა. “მადლობა ჩემს საყვარელ ირინა ექიმს და კლინიკის მთელ გუნდს,”-ამბობს თამთა თვალაბეიშვილი.
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი