|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ 3 აგვისტოს წარადგენს

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ 3 აგვისტოს წარადგენს. ამის შესახებ „ნიუპრესს“ პარტიის  ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია თევდორაძემ განუცხადა.

წარდგენა მონ პლეზირის ტერიორიაზე 19 საათზე დაიწყება.

გია თევდორაძის განცხადებით, კანდიდატების ვინაობაზე  ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს.

„ნიუპრესის“  ინფორმაციით, დეპუტატების კანდიდატებად გია თევდორაძის, აკაკი ბობოხიძის და გიგი წერეთლის კანდიდატურები შეირჩა. თუმცა პარტიაში ასევე ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებზეც მიდიოდა მსჯელობა. საკრებულოს წევრების, დავით გოგისვანიძის, ბესიკ ბრეგაძის და პარტიის ქუთაისის ოფისის აღმასრულებელი მდივანის კოტე რატიანის კანდიდატურა განიხილებოდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა