ქუთაისში ნიუპორტის დღეები გაიმართება
ქუთაისი ნიუპორტის დღეებისათვის ემზადება. ღონისძიებები ქუთაისისა და ნიუპორტის მეგობრობის 25 წლის იუბილესათვის მზადდება.
ხვალ მერიის, საკრებულოსა და გუბერნიის წარმომადგენლები დელეგაციის ოფიციალურ მიღებას გამართავენ. პროგრამის ფარგლებში გაიმართება დამა როზმარი ბატლერის ლექციები, 18:00 საათზე კი თოჯინების თეატრის სპექტაკლი მოეწყობა ბოტანიკურ ბაღში. ღონისძიებები სამ დღეს გაგრძელდება, 15 ივნისს, 18:00 საათზე დელეგაციის საპატივცემულოდ მესხიშვილის თეატრში "პიგმალიონის" პრემიერა იქნება.
16 ივნისს "ნიუპორტის ასოციაციის" ოფისში დელეგაციის მიღება მოეწყობა, რაც ნიუპორტის ქუჩაზე მემორიალური დაფის გახსნით დასრულდება.
"ნიუპორტის დღეების" ფარგლებში საგანგებოდ დასუფთავდა ნიუპორტისა და გაპონოვის ქუჩები, დაიგო დაზიანებული ფილები და მოწესრიგდა სკვერი, სადაც სტუმრების მიღება გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















