|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

 ქუთაისში დღეს საახალწლო ნაძვის ხე  აინთო. ქალაქის მთავარი „ნაძვის ხე“ მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ბავშვებთან ერთად აანთეს.

ნაძვის ხის ანთება ანსამბლის ,,ნაი ნაი" მრავალჟამიერის ფონზე მოხდა.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას  ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს პირველად ნაძვის ხე ქალაქის რამდენიმე უბანში დაიდგა, მათ შორის საფიჩხიასა და ნიკეაზე.

ქუთაისის ისტორიულ უბანში კი ახალი ნაძვის ხე დაიდგა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა