|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო.  მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით, რეაბილიტირებულ უბანში საახალწლო საბავშვო ქალაქი გაიხსნა.  ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრს ბალერინებმა მიიღეს. 

მონპლეზირის თაღთან  განლაგდა სტენტები, სადაც ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, სუვენირების და მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვა ეწყობა. მიმდინარეობს აგრეთვე ხალხური რეწვის ნიმუშების,  საახალწლო ნაძვის ხეებისა და მცენარეების საშობაო გამოფენა-გაყიდვა.

ბავშვებისთვის თოჯინების სახლის მიერ   პოპულარული ანიმაციური ფილმებისა და ზღაპრების გმირების მონაწილეობით წარმოდგენა იმართება.

21:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე დაიწყება გალა-კონცერტი, მასში მონაწილეობას „ოჩოს ქოხი“ და ჯგუფი „მეტეხი“ მიიღებენ.  ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს ასევე  ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მიმართავს და ახალ წელს მიულოცავს. 

კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება. სახალწლო ღონისძიებები 12 იანვრამდე გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა