|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად გამოცხადებული კონკურსი დღეს ტარდება

ქუთაისში სოციალურის საცხოვრისის მოსწაყობად გამოცხადებული კონკურსი დღეს ტარდება. მას სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი დროებითი კომისია ატარებს.  კომისიას  ქუთაისის ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე უხელმძღვანელებს,  წევრები კი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნებობის კომისიის თავმჯდომარე გალაქტიონ ტოროშელიძე, ასევე მერიის საბინაო, ეკონომიკური და  ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები.
 სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად 1 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც 50–მდე საცხოვრისი მოეწყობა.

კომისიის საქმიანობაში ჩართვას ითხოვდა "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი, თუმცა მერიამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა