ქუთაისში ფალსიფიცირებული ყველის კუსტარული საწარმო დახურეს
ქუთაისში ,,ყველის“ კუსტარული საწარმო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ქუთაისში, ლერმონტოვის N10-ში რძისა და რძის პროდუქტების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე ბ. კ. სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ ყველს.
ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი, ე. წ. ყველი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
იმერეთის რეგიონში სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი აქტიურად გრძელდება. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა




13:47
16:29
14:27
17:53
















