ქუთაისთან მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
როგორც "ნიუპრესს" შსს-დან აცნობეს, ქუთაისი-ბაღდათის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა ამ დილით მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ხეს დაეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლი სერიოზულად არ დაშავებულა.
გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.59%
გაუარესდა - 53.38%
არ შეცვლილა - 12.03%
სულ - 133 ხმა


16:17
12:09
11:59
17:20
















