|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა თანხები შესწირეს „ქართულ ოცნებას“ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა?

იმერეთის რეგიონში 11 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აირჩევა.

„ნიუპრესი" დაინტერესდა, რა ოდენობის თანხები გაიღეს წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა იმერეთში. 

 სამი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეყოლება ქუთაისს.  "ქართული ოცნების" სამმა კანდიდატმა  პარტიის სახელზე , ჯამში, 160 000 ლარი ჩარიცხა.

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი თანხა შესწირეს თერჯოლა-ტყიბულის და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, ელგუჯა გოცირიძემ და შალვა კიკნაველიძემ. მათ პარტიის სახელზე 60-60 ათასი ლარი გადარიცხეს.

20 000 ლარი შესწირეს პარტიას ვანისა-და ხონის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა,  ხარაგაულისა და ბაღდათის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა და საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა კვიშინაძემ.

პარტიის სახელზე თანხა არ გადაურიცხავთ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სულხან მახათაძეს,  წყალტუბოს  დეპუტატობის კანდიდატს ცოტნე ზურანიანს და სამტრედიის კანდიდატს გია მიქელაძეს.

იმერეთის კანდიდატებმა პარტიის ყულაბაში ჯამში 340 ათასი ლარი შეიტანეს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა